თელავის გამგეობამ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაფინანსება გაზარდა
თელავის მუნიციპალიტეტი გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, ამ ჟესტით ისინი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას – ქამრების შემოჭერის პოლიტიკას გამოეხმაურნენ. ალექსანდრე შათირიშვილის ინფორმაციით, უწყებამ 52 100 ლარი უკვე დაზოგა. მისივე განმარტებით, თანხა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე გადანაწილდა:
,,ადმინისტრაციული ხარჯებიდან დავზოგეთ 52 100 ლარი. 27 100 ლარი წარმომადგენლობითი ხარჯებიდან, ხოლო 25 000 ლარი განსაზღვრული იყო ტექნიკის შეძენისთვის, რომელსაც აღარ გამოვიყენებთ. მეორადი გამოყენების კომპიუტერებს გამოგვიგზავნის შემოსავლების სამსახური, რომელიც 22 ადმინისტრაციულ ერთეულზეა გათვლილი. დაზოგილი 52 100 ლარიდან თანხები გადავანაწილეთ ისე, რომ 25 000 დაემატა ინფრასტრუქტურულ, ხოლო 27 100 ლარი სოციალურ პროექტებს“.