კოოპერატივების შესახებ კანონში ცვლილებები შევა
როგორც სამინისტროში აცხადებენ, კანონში ცვლილებები მიმართულია კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობების მოწესრიგებისათვის, კოოპერატივების გაძლიერებისა და მდგრადობის ხელშეწყობისათვის.
“კოოპერაცია აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს, ფერმერული მეურნეობების გამსხვილებას, ადგილობრივი პროდუქციის წახალისებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას”, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.