ცხოველთა საკვების დაურეგისტრირებელი მწარმოებლები და დისტრიბუტორები 500 ლარით დაჯარიმდებიან
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია: პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან (რეალიზაციასთან) ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება 500 ლარით.
სურსათის ეროვნული სააგენტო ასევე დააჯარომებს სურსათის ეტიკეტირებისწესების დამღვევსაც. სააგენტოს ოფიციალური ცნობით, სურსათის მწარმოებელი/დისტრიბუტორი (რეალიზატორი) ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის ეტიკეტირება კანონმდებლობის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 400 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარით, ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.