ქალაქ გურჯაანში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ინკლუზიური განათლების სპეც პედაგოგის რუსუდან ტურაშვილის თქმით, სკოლაში დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია. „ ჩვენი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები არაჩვეულებრივად არიან ჩართული სასწავლო პროცესში. სწორედ მათი მონაწილეობით თანაკლასელებთან ერთად აღვნიშნეთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს,, ჩავატარეთ შემოქმედებითი საგანმანათლებლო გაკვეთილი“.
საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ინკლუზიური განათლების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები და ინტეგრირებული გაკვეთილები ტარდება. ღომისძიებას სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და დირექტორი ლელა ჯადუგიშვილი დაესწრნენ.