ლაგოდეხში საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
აღნიშნული განცხადება ბოკერიამ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი განმარტებით, დაკავებული პოსტის დატოვების მიზეზი დატვირთული სამუშაო გრაფიკია:
,,მუნიციპალიტეტის 67 ტერიტორიულ ერთეულში, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები, ტარდება საერთო კრებები პრიორიტეტული პრობლემების გამოსავლენად. როგორც გამგებლის მოადგილეს, ხშირად მიწევს სოფლებში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა, ინფრასტრუქტურული პროექტების ორგანიზება და სხვა. აქედან გამომდინარე, კონკურსისთვის დრო ნაკლებად მრჩებოდა და მივიღე გადაწყვეტილება, აღნიშნული თანამდებობა დამეტოვებინა,”– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბოკერიამ.
ბოკერიასვე ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გოდერძი ბარბაქაძემ დაიკავა:
,,საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კომისიას საკრებულოს თავმჯდომარე, გოდერძი ბარბაქაძე უხელმძღვანელებს,”– განაცხადა გიორგი ბოკერიამ.