ახალი ამბები

ჩურჩხელა მსოფლიოს საუკეთესო ნუგბარს შორისაა, თუმცა მის სამშობლოში მწარმოებლებს რეალიზაცია უჭირთ

ტრადიციული წესით დამზადებული ჩურჩხელის შეძენაAMAZON.COM – ზეც შეიძლება.  ჩურჩხელამ მსოფლიოში სახელი გაითქვა, თუმცა კახეთში მისი რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობენ. თელაველი ნანა ბლუიშვილი 10 წელია ჩურჩხლის ბიზნესით არის დაკავებული:
,,ჩურჩხელას ყურძნის ნატურალური წვენისთ ვამზადებ. ყურძენი ჩვენი გვაქვს, ვწურავთ და ბადაგს ვინახავთ, კაკალიც გვიდგას და ნიგოზის ყიდვა იშვიათად მიწევს. სხვებისგაან განსხვავებით ვინც ამ ორივე პროდუქტს ყიდულობს, პრივილეგია მაქვს, შემიძლია, ჩემი პროდუქტი შედარებით ნაკლებ ფასში გავყიდო, ვიდრე მათ. ჩურჩხელას კახეთის აგრარულ ბაზრებში ვყიდით, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი მეხმარებიან. ერთ ჩურჩხელას 3 ლარად ვყიდი, იაფია, თუმცა რეალიზება ნაკლები, რადგან ბევრი ოჯახია ამ ბიზნესით დაკავებული კახეთში. ბევრი ადამიანი ყურძნის წვენს შაქრის ფხვნილს ურევს, რომ იაფი დაუჯდეთ მისი წარმოება. ვწვალობ, რომ 50 თეთრი მაინც დამრჩეს ერთი ჩურჩხელიდან, ძალიან შრომატევადი საქმეა,“ – აცხადებს ბლუიშვილი.
რეიტინგის ათეულში მოხვედრამ, შესაძლებელია საზღვარგარეთ როგორც ჩურჩხლის, ასევე, ყურძნის რეალიზაცია გაზარდოს.