ახალი ამბები

წმინდა სინოდის წევრი, ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე გარდაიცვალა

 გარდაცვლილი მირტოპოლიტის ცხედარი დაასვენებულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც 18 და 19 მარტს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები აღევლინება. შემდეგ მეუფე ელისეს რაჭაში გადაასვენებენ და იქ დაკრძალავენ.
მიტროპოლიტი ელისე საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარე იყო. ერისკაცობაში ელდარ ჯოხაძე 1949 წლის 16 თებერვალს ონის რაიონის სოფელ შქმერში დაიბადა. 1885 წელს მღვდლად ეკურთხა. 1996 წელს ბერად აღიკვეცა. იმავე წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმ. სინოდმა მღვდელმთავრად გამოირჩია და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმტავრად აკურთხეს. 2000 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია II-მ ნიკორწმინდელი მღვდელმთავარი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვა. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით. ხოლო 2008 წლის 27 ივნისს წმიდა წინასწარმეტყველ ელისეს ხსენების დღეს მიტროპოლიტის ხარისხი ებოძა.