ახალი ამბები

კახეთში თოვლჭყაპია მოსალოდნელი

დღეს, კახეთში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. მაღალმთიან რეგიონებში სინოპტიკოსები თოვლსაც ვარაუდობენ. თელავში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი, მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +10, ხოლო ღამით +2 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ცენტრის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში დღეიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს. კახეთში, არამდგრად ამინდებს 22 მარტის ჩათვლით ვარაუდობენ. დღისით ჰაერის ტემპერატურა +6+14 გრადუსი სითბო შენარჩუნდება, ღამით +1+4 გრადუსია მოსალოდნელი.