ახალი ამბები

მედიკამენტებზე ქართულენოვანი ანოტაცია სავალდებულო გახდება

მედიკამენტებზე ქართულენოვანი ანოტაცია სავალდებულო გახდება შესაძლოა, მედიკამენტებზე ქართულენოვანი ანოტაცია სავალდებულო გახდეს – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავს მარეგულირებელ ნორმას, რომელითაც შესაძლებელი იქნება ფარმაცევტულ პროდუქტზე წამლის ანოტაცია მომხმარებლისათვის ქართულად იყოს მიწოდებული: “კანონპროექტის შემუშავება განაპირობა იმ რისკფაქტორებმა, რომლებიც მედიკამენტის ქართულენოვანი ანოტაციის გარეშე რეალიზაცია შეიძლება მოჰყვეს. დღეის მდგომარეობით მომხმარებელს არ აქვს შესაძლებობა, სახელმწიფო ენაზე გაეცნოს ფარმაცევტული პროდუქციის ისეთ ძირითად მახასიათებლებს, როგორებიცაა სხვა ფარმაცევტულ პროდუქტთან ურთიერთქმედება, მიღების წესი, დოზირება, შენახვის პირობები, გვერდითი მოვლენები და ა.შ.”, – აღნიშნა კობახიძემ. მისივე თქმით, კანონპროექტის შემუშავების ვალდებულებას ევროკავშირისა და ევროპარლამენტის დირექტივები ითვალისწინებს, რომელთა მიხედვითაც, წამალს უნდა ერთვოდეს ეროვნულ ენაზე წამლის ანოტაცია.