გურჯაანში №2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 179 000 ლარი დაიხარჯება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელის, გია გერგიძეს თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის სრული რეაბილიტაცია.
მისივე თქმით, №2 საბავშვო ბაღი მუნიციპალიტეტში პირველი სააღმზრდელო დაწესებულება იქნება, რომელიც ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს.
,,სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ბურჯი“ ასრულებს. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ახალ სასწავლო წელს 100- მდე ბავშვი ახალ საბავშვო ბაღში გააგრძელებს სააღმზრდელო პროცესს. მიმდინარე წელს, „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდის დაფინანსებით, ასევე ქალაქ გურჯაანის № 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციაც მოხდება,”– განაცხადა გია გერგიძემ.