კაჭრეთში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილეს
სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს დეპარტამენტებისა და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ის სამოქმედო გეგმა, რომელიცსტრატეგიის განხორციელების კონკტრეტულ მექანიზმად უნდა ჩამოყალიბდეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას თქმით, სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვან და საჭირო საკითხებზეა ორიენტირებული.
,,აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ საკითხებზე გამახვილდა: რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების ხელშწყობა, ინსტიტუციური მოწყობის სრულყოფა, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირება, ფერმერთა გადამზადება საბაზრო ურთიერთობების მოთხოვნების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინტეგრირებული განვითარება, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სტატისტიკური აღრიცხვიანობის გაუმჯობესება, საბაზრო საინფორმაციო სისტემის შექმნა, სასურსათო უსაფრთხოების ანალიზისა და მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესება, მოქნილი საკანომდებლო ინიციატივების შემუშავება და განხორციელება, ”– განაცხადა ოთარ დანელიამ.