მთავრობა აგროდაზღვევის კონცეფციაზე მუშაობს
საქართველოში აგროდაზღვევის პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევის პირველი ეტაპის შედეგები ცნობილია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, BFC კომპანია საქართველოში აგროდაზღვევის პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევას ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, საბოლოო დოკუმენტზე მუშაობა მაისის ბოლოს დასრულდება. დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს სადაზღვევო პოლიტიკა, აღნიშნული მიმართულებით გრძელვადიანი ხედვა და როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი პოლიტიკის განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის შედეგების ანალიზის შედეგები კი უწყების ცნობით აგროდაზღვევის კონცეფციის საბოლოო დოკუმენტის შემუშავების პროცესში იქნება გათვალისწინებული:
,,აგროდაზღვევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელმაც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. მნიშვნელოვანია ქვეყანაში აგროდაზღვევის ისეთი სისტემა შეიქმნას, რომელიც მისაღები და ხელმისაწვდომი იქნება ფერმერებისა და მეწარმეებისთვის“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.