ახალი ამბები

თელავის მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებს

რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონის გუბერნატორებთან, მუნიციპალიტეტის გამგებლებთან და თვითმმართველი ქალაქის მერებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური განვითარებაა მუნიციპალიტეტის დონეზე:
,,უახლოეს მომავალში დავიწყებთ რეგიონული განვითარების გეგმების საზოგადოებისთვის წარდგენას, სადაც სრულად არის ასახული ის პოტენციალი, რომელიც რეგიონში არსებობს. ხდება მობილიზება ადგილობრივი ბიზნესის, პოტენციური ინვესტორების, რათა მათ შევთავაზოთ ახალი პროექტების დაწყება ჩვენი მაქსიმალური ხელშეწყობით,“–განაცხადა პრემიერ მინისტრმა შეხვედრაზე.
ქალაქ თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, უწყება ადმინისტრაციულ ხარჯების შემცირებას გეგმავს:
,,ვმუშაობთ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე, თუმცა ეს არ შეეხება ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს. ეს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გულისხმობს“, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ Knews.ge-სთან საუბარში.