ახალი ამბები

თელავის თემსა და ალავერდის ეპარქიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოხატავენ თანამშრომლობის სურვილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.
თანამშრომლობა ეფუძვნება 2002 წლის საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმების მე-7 და მე-9 მუხლებს და კულტურული მემკვიდრეობის კანონს, რომლის თანახმადაც ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მონასტერი და სხვა საეკლესიო ნაგებობები წარმოადგენს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას.
ირთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ალავერდის ეპარქიისა და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების არქეოლოგიური კვლევისა და აღდგენა-რესტავრაციისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავება.