ტექნიკური სამუშაოების გამო რადიო “ჰერეთის” მაუწყებლობა დროებით შეჩერდა
საინფორმაციო სამსახურის მენეჯერის, გიორგი ალადაშვილის თქმით, მაუწყებლობა ხვალიდან განახლდება.
,,მოგეხსენებათ, რადიო “ჰერეთს” 24 საათაიანი მაუწყებლობა აქვს და შესაბამისად, ტექნიკა მუდმივად მუშა მდგომარეობაშია. პერიოდულად მას გადაიარაღება ესაჭიროება. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს, რის გამოც მსმენელს ბოდიშს ვუხდი. რადიოს ვებ გვერდი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში ახლდება,” – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ალადაშვილმა.