ახალი ამბები

გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი განახლდა

16-ჯერ გამოუცხადებლობის შემდეგ კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი სასამართლო პროცესზე მივიდა. შესაძლოა, მოსამართლის გადაწყვეტილება დღესვე გახდეს ცნობილი. განაჩენის გამოტანამდე მოსამართლემ მხარეების მიერ დასკვნითი სიტყვის წარდგენასა და კამათს უნდა მოუსმინოს. 
2 წელია, რაც თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მამუკა წიკლაური კახეთის ყოფილი ვიცე გუბერნატორის საქმეს იხილავს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით 15 ათას ლარიანი გირაო. გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს ბრალი აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 332- და 333-ე მუხლების პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეში პროკურატურა გიორგი სიბაშვილის გარდა, სამშენებლო კომპანია „ხიდის“ ხელმძღვანელს ზაქარია ტატუნაშვილს, სააგენტოს დირექტორს ვალერი გრემელაშვილსა, და ინდმეწარმე ასლან გარსევანიშვილი სდებს ბრალს. საგამოძიებო ორგანო ვალერი გრემელაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ხოლო ზაქარია ტატუნაშვილს და ასლან გარსევანიშვილს კი დიდი ოდენობით თანხის მითვისებას სდებს ბრალს. 
20 თებერვალს კახეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი სიბაშვილმა სასამართლო პროცესის 15-ჯერ გადადების გამო ხელბორკილები თავად დაიდო. მან გააპროტესტა კახეთის საოლქო პროკურორის, გიორგი ლილუაშვილის 15 სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა. სიბაშვილი თავს დამნაშევედ არ თვლის.
“ყველა მოწმე დაკითხულია და ყველა მტკიცებულება გამოკვლეულია. საქმეში არ არსებობს არანაირი დოკუმენტი დანაშაულის ნიშნების შესახებ“, – აცახდებს ბრალდებული.