ახალი ამბები

ახმეტელი დავით ბეგიაშვილი Street Workout მსოფლიო ფედერაციის რეკორდების მენეჯერად დაინიშნა

ფედერაციის თავმჯდომარის, მარის სლეზინსის გადაწყვეტილებით, დავით ბეგიაშვილი WSWCF –ის სარეკორდო პროექტებს უხელმძღვანელებს. ბეგიაშვილის ფუნქციები იქნება რეკორდების მარეგისტრირებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ფედერაციის მიერ დაგეგმილი სარეკორდო აქტივობების მომზადება და შესაბამისი წესების დაცვით განხორციელება 
Street Workout–ისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაცია უმაღლესი მმართველი ორგანოა ე.წ. „ქუჩის სპორტის“ სფეროში. ფედერაციის ცენტრალური ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს. ამჟამად ფედერაციაში 60 ქვეყანაა გაერთიანებული. საქართველოში WSWCF –ის წარმომადგენელია საქართველოს Street Workout–ის ფედერაცია.
დავით ბეგიაშვილი 1991 წელს სიღნაღში დაიბადა. ამჟამდ კი ბეგიაშვილი ახმეტაში ცხოვრობს. დამყარებული აქვს ხუთი მსოფლიო რეკორდი მუცლის პრესის ვარჯიშში. 2011 წელს გახდა რეკორდსმენთა საერთაშორისო კლუბ „საქსონიას“ წევრი. 2012–2013 წლებში მუშაობდა „მსოფლიო რეკორდების ხელშეწყობის ფონდის“ მთავარ კოორდინატორად საქართველოში. 2012 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს რეკორდების ფედერაციას. პარალელურად, არის „უნიკალური მსოფლიო რეკორდების“ წიგნის წარმომადგენელი საქართველოში და „უნივერსალური რეკორდების ფორუმის“ ჟიურის წევრი.