სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი 2.17 ლარი ღირს
როგორც სავალუტო ჯიხურებში აცხადებენ, დოლარის ფასის გაზრდის მიუხედავად, მასზე მოთხოვნა არ შემცირებულა.
“ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ საჭიროებისამებრ მაინც ყიდულობენ დოლარს”, – აცხადებენ სავალუტო ჯიხურებში.
რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი გუშინ დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 6 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1415 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა 2.1078 ლარს შეადგენდა.