ირაკლი უჯირაული – ქამრების შემოჭერის ნაცვლად სამი ჯიპი
ხელმძღვანელის – ირაკლი უჯირაულის განცხადებით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ათზე მეტი ავტომობილი ემსახურება და ახლის შეძენა რაიონში არსებული მძიმე, ეკონომიკური და სოციალურის მდგომარეობის ფონზე, გაუმართლებელია:
,,იმ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალურადდაუცველ მოსახლეობის ნაწილს უარს ეუბნება უფასო კვებაზე, ზედმეტად მიგვაჩნია 36 000 ლარის საკუთარი კეთილდღეობის და ფუფუნების შესაქმნელად. თითოეული ავტომობილის შეძენა კი ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევს. მთლიანობაში, ამ მანქანების შენახვა მუნიციპალიტეტს ათობით ათასი ლარი დაუჯდება“ , – აცხადებს ირაკლი უჯირაული.
ამ დროისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებებლის, ბექა ბაიდაურის სარგებლობაშია „ტოიოტა კამრი“ და „ლექსუს“ GX470 . ამის გარდა, ორ – ორი მანქანით სარგებლობენ გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე და გამგეობის სამსახურის უფროსები. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილების შენახვის ხარჯი წლიურად 150 000 ლარს აღემატება.