ახალი ამბები

ქართული მწვანილი რუსულ ბაზარზე გავა

,,უახლოეს დღეებში ველით რუსეთის ფედერაციიდან ფიტოსანიტარების ვიზიტს, რომლებმაც შესაბამისი პროცედურები უნდა გაატარონ, რაც აუცილებელია ფიტოსანიტარული კუთხით, ამ შემთხვევაში მწვანილის ექსპორტისთვის. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ უკვე მოიხსნება ყველა ის ბარიერი, რაც დღეს არსებობს”, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.