თელავის გენდერის მედია ცენტრი გიწვევთ ფოტოკონკურსში
ფოტოკონკურსის მიზანს სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებაში მოქალაქეების ჩართულობის ასახვა წარმოადგენს.
აღნიშნულ ფოტოკონკურსს საფუძვლად IFES-ის მიერ მომზადებული “სამოქალაქო განათლების გზამკვლევი” დაედო, რომელიც მონაწილეებს სამოქალაქო განათლების საკითხების, მიმართულებების და პრინციპების შესახებ ძირითად ინფორმაციას აწვდის.
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს და ჟურნალისტებს შეუძლიათ. გამოგზავნილ ფოტომასალაში სავალდებულოა ასახული იყოს კონკურსის თემატიკა. ერთი ავტორისგან მაქსიმუმ ორი ფოტო მიიღება. ფოტო აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნს ან მას უნდა ჰქონდეს ამ ფოტოზე უფლება. კონკურსზე არ დაიშვება ფოტოები, რომელთაც სხვა ფოტოკონკურსებში მიიღეს მონაწილეობა.
სავალდებულოა მაღალი რეზოლუციის საავტორო ფოტოს გაგზავნა, რადგან კონკურსზე არ დაიშვება მობილურით გადაღებული ფოტოები, ან სურათი, რომელსაც წარწერა ან რაიმე ნიშანი ექნება.
კონკურსანტმა ფოტოს გამოგზავნისას აუცილებლად უნდა მიუთითოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული მისამართი, სასწავლებელი ან სამუშაო ადგილი და ფოტოს მოკლე აღწერა, სად და რა ვითარებაშია ის გადაღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო კონკურსზე არ დაიშვება. სასურველია, რომ სურათი დასათაურებული იყოს.
ფოტოსურათების მიღების ბოლო ვადა 30 მარტია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტოები აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გააგზავნონ:
info@cela.ge ან jngegeorgia55@gmail.com
სურათების მიღების და შერჩევის შემდეგ დაგეგმილია ფოტონამუშევრების გამოფენა და ჟიურის მიერ შერჩეული სამი გამარჯვებული ფოტოს გამოვლენა. გამარჯვებული ნამუშევრების ავტორებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
ფოტოკონკურსი მოქალაქე IN ACTION, “USAID”-ის ფინანსური მხარდაჭერითა და IFES საქართველოს მიერ განხორცელებული პროგრამის “საარჩევნო პროცესების გაძლიერება” ფარგლებში ცხადდება.
ფოტოკონკურსთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვით მიმართეთ თელავის გენდერის მედია ცენტრს.