ახალი ამბები

ახმეტის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ უძილაური ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და ხულიგნობის ბრალდებით არის ნასამართლევი. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ პირზე მან ზეწოლა განახორციელა.
ზურაბ უძილაურთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მის საქმეზე პროკურატურაში მოკვლევა მიმდინარეობს:
,,პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ეს დამტკიცდება, შესაბამისად დაისჯება ეს ადამიანი. რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებას, მე არ ვარ საქმის კურსში. რა თქმა უნდა, მოვიკვლევთ, თუ ეს ნამდვილად დადასტურდება, თანამდებობას დატოვებს აუცილებლად”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.