ქართული თევზი ევროკავშირის ბაზარზე გავა
„როდესაც საქართლო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთნხმების მიხედვით დაისვა საკითხი, რისი ექსპორტი შეიძლებოდა მომხდარიყო ევროკავშირში, რისკების გაანალიზებისსაფუძველზე დასახელდა 2 პროდუქტი თაფლი და შავი ზღვის ქაფშია და თავიდანვე გამოიკვეთა ეს პროდუქტები, რომელსაც ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრის პოტენციალი ჰქონდა, “ -განუცხადა eugeorgia.info-ს კახა სოხაძემ.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სურსათის უვნებლობაში ალვარო აპარისიო ორტეგა აცხადებს, რომ საქართველოში თევზის წარმოების სფერო სხვებთან შედარებით უფრო განვითარებულია:
„ამ სექტორში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ევროკავშირის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მხრივ. თევზის შემთხვევაში პროცესი მოწმდება თევზჭერიდან დაწყებული მის გაყიდვამდე დამთავრებული, ანუ სრული ჯაჭვი. შემფასებლები ჩამოვიდნენ და შეისწავლეს ამ ჯაჭვის თითოეული კომპონენტი. თითოეულ ნაწილში ისეთი რეგულაციების დაკმაყოფილებაა საჭირო, როგორიცაა თავად თევზის დაჭერის პროცესი, მისი შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, ტრანსპორტირების პირობები და ა. შ. სწორედ ამ პროცესის შესწავლის და შეფასების სტადიაზე იმყოფება ევროკავშირის მისია ამ ეტაპზე“.
ზღვაში მოპოვებული თევზისგან განსხვავებით ექსპორტის შანსი თევზსაშენ მეურნეობებში ნაწარმოებ პროდუქტს ამ ეტაპზე არ აქვს. შევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის, კახა სოხაძის განცხადებით ზღვის თევზისგან განსხვავებით სათევზე მეურნეობებში ნაწარმოები თევზისურსათის უვნებლობის თავლსაზრისით მაღალი რისკის შემცველია:
„თევზსაშენი მეურნეობების მიმარც არის უფრო მკაცრი მოთხოვნები, განსხვავებული რეგულირების საკითხია. ასეთი თევზის ექსპორტისთვის საჭიროა ვეტერინარულიპრეპარატების, ნარჩენი ნივთიერებებისა და სხვა დამაბინძურებლების კვლევა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ასეთი კონტროლის შედეგები კი ევროკომისიამ უნდა ცნოს. ეს შემდეგი ეტაპია საქართველოსა და ევროკავშირს შორისპროდუქტით საერთშორისო ვაჭრობაში. ევროკავშირის მისიამ წინასწარი ანგარიში გამოგზავნა და ჩვენ გავეცანით მას. ვამზადებთ საპასუხო წერილს, რომელიც გათვალისწინებული იქნება მათ საბოლოო ანგარიშში. ეს ანგარიში მალე გამოქვეყნდება. ამ ანგარიშში იყო შემოწმების შედეგები და გარკვეული რეკომენდაციები, უახლოეს ხანში ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული და შესრულებული იქბნება. ევროკავშირის მისიას თევზთან დაკავშირებულ კანონმდებლობასთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის შესაძლებლობებზე რაიმე განსაკუთრებული შენიშვნები არ ჰქონია. ევროკომისიის მხრიდან არის მზაობა, რომეტაპობრივად, განვითარების ამ ფაზაში აღიარება მიანიჭონ ქართულ საწარმოებს, რომლებსაც ევროკავშირში ექსპორტის უფლება ექნებათ. მოჭრილად ვადების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ წელს ამ საკითხების ძირითადი ნაწილი გადაიჭრება“.