წელს ახმეტაში 13 პროექტი განხორციელდება
საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს, მუნიციპალიტეტში განხორციელდება შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: სოფელ ქვემო ალვანის სასმელი წყლის მაგისტრალისა და ურდულების რეაბილიტაცია, რომელზეც 120 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ ზემო ალვანის სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები 163 119 ლარი დაჯდება. სოფელ ზემო ალვანში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის მოწყობა კი 409 018 ლარით განისაზღვრა. სოფელ კასრისწყალის მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარი გამოიყო. სოფელ მატანის შიდა საუბნო გზის მოპირკეთებისთვის ასფალტო-ბეტონის საფარით 410 300 ლარია გამოყოფილი. სოფლების მაღრაანი-არგოხი დამაკავშირებელი გზის მოპირკეთებაზე ასფალტო-ბეტონის საფარით 263 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო დუისი – ომალო დამაკავშირებელი გზის დარჩენილი მონაკვეთის მოპირკეთება ასფალტო-ბეტონის საფარით – 96 500 ლარი დაჯდება. სოფელ ჯოყოლოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 70 000 ლარი გამოყოფილი.
რაც შეეხება ქალაქში, მამიაურის ქუჩის მოპირკეთება ასფალტო-ბეტონის საფარით კი 59 300 ლარი დაჯდება, ხოლო ჯავახიშვილის ქუჩის მოპირკეთება იგივე ასფალტო-ბეტონის საფარით – 220 600 ლარი, ასევე,
ახმეტაში სააკაძის ქუჩის მოპირკეთებაზე ასფალტო-ბეტონის საფარით 330 800 ლარი დაიხარჯება, ხოლო ტაბიძის ქუჩის მოპირკეთება ასფალტო-ბეტონის საფარით 93 900 ლარი.
რაც შეეხება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ამისათვის 200 000 ლარია გამოყოფილი.
რეგიონული სტრატეგიების სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიები შეთანხმებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.