ახალი ამბები

ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის განხორციელება იწყება

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების ორწლიანი პროექტის ამოქმედებას დაწყებას გულისხმობს. შეთანხმების მიზანია ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალმხრივი სტრატეგიის განხორციელება. 

ბრუცელოზის სწორი დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული ტესტებითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების (ვაქცინაცია, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა) გატარება. 

პროექტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სურსათის ეროვნულ სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვაქცინაციის კამპანიის განხორციელებასა და სააგენტოს წარმომადგენლთა სწავლება/გადამზადებაში დაეხმარება. აღნიშნული ორწლიანი პროექტის ბიუჯეტი 280,733 დოლარს შეადგენს და ევროკავშირის მიერ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში გაწეული საბიუჯეტო დახმარებიდან ფინანსდება.