თელავის გამგებლის ყოფილი პრესსპიკერი კახეთის გუბერნატორის გადადგომას ითხოვს
,,ირაკლი შიოლაშვილმა კახეთი საკუთარ დუქანს დაამსგავსა! რიგითი ჩინოვნიკიდან დაწყებული, არჩეული თანამდებობის პირებით დამთავრებული, ყველა მისი წასვლის მოლოდინშია, თუმცა ამის თქმას ხმამაღლა ვერავინ ბედავს. რადგან სხვები ვერ ბედავენ და ცენტრალური ხელისუფლებაც მშვიდად უყურებს კახეთში მიმდინარე პროცესებს, მე ვიწყებ კამპანიას, რომლის მთავარი მიზანია ამ ოდიოზური პირის აღნიშნული თანამდებობიდან მოშორება”.
კობიაშვილი კამპანიაში ჩართვისკენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და რიგით ადამიანებს მოუწოდებს.