“თბილღვინო” კახეთში ვენახების გაშენებას იწყებს
,,შარშან დავიწყეთ საპილოტე პროექტი, მცირე ფართობზე ვენახის გაშენება და წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ გამყოფილი სესხით ვენახი კახეთში 150 ჰექტარზე გაშენდება, საბოლოო მიზანი კი 300 ჰექატრზე ყურძნის მოყვანაა”.
მარგველაშვილი ამბობს, რომ პირველი მცირე მოსავალი სავარაუდოდ მომავალ წელს იქნება:
,,ვენახების გაშენებით “თბილღვინო” შეძლებს საკუთარ კომპანიაში წითელ ყურძენზე არსებული მოთხოვნის 80-90% დააკმაყოფილოს. საკუთარი ვენახების არსებობა საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ სტაბილური ხარისხი და ფასი, და კომპანია არ იქნება დამოკიდებული გლეხის მიერ დადგენილ ფასზე“.