სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის 1 მლნ 945 000 ლარი დაიხარჯება
უწყების ინფორმაციით, პროექტი „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის 15 % -იანი თანადაფინანსებით განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში გაკეთდება საკონცერტო, საექსპოზიციო, სპორტული და საკონფერენციო დარბაზები. იგეგმება სამრევლო სკოლის გახსნა, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან მართლმადიდებლური ეკლესიის და რელიგიის ისტორიას, მედავითნეობას, გალობას, ხატწერას, მინანქრის ხელოვნებას, ხალხურ რეწვას, ჭედვას და ა.შ.
გამგეობაში აცხადებენ, რომ ბაკურციხის კულტურის სახლი 1982 წელს გაიხსნა , თუმცაის 20 წელზე მეტია აღარ ფუნქციონირებს. დღესკი შენობა მძიმე მდგომარეობაშია.
პროექტი ადგილობრივი თვითმართველობის და ბაკურციხის „წმინდა გიორგის სახელობის“ ტაძრის მოძღვრის, მამა გიორგის ინიციატივით ხორციელდება.