ევროპის საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლო პოლიტიკური ანგარიშსწორების საკითხებს სწავლობს
ევროპის „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი პედრო აგრამუნტი ციხეში მყოფ ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიასა და ირაკლი ფირცხალავას შეხვდა. „ევროპის საბჭო ყველა წევრ ქვეყანაში წინასწარ პატიმრობაში მყოფთა მდგომარეობას სწავლობს, ვცდილობთ დავადგინოთ, ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები,” – განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგნელმა სასჯელაღარულების დაწესებულების დატოვების შემდეგ.
ევროპარლამენტის მიერ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესწავლა ითვალისწინებს სპეციალური ანგარიშის მომზადებას, რომელიც რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება: “საქართველოს აქვს წინსვლა, შემცირდა წინასწარი პატიმრობის ვადები. ზოგადი სურათის გაუმჯობესების ფონზე, გამიკვირდა, რომ დააკავეს ამდენი მაღალი თანამდებობის პირი, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც ამჟამად ოპოზიციაში არიან“, – აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომიტეტის წევრი პედრო აგრამუნტი.
საპარლამენტო ასაბლეის წარმომადგენელი ყურადღებას დემოკრატიის საკითხებზე ამახვილებს და ამბობს, რომ ქართული დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობა უნდა გამოჩნდეს პოლიტიკური ოპოზიციის უსაფრთხოების უზრუნველყოფით.
ღონისძიება ითვალისწინებს სპეციალური ანგარიშის მომზადებას, რომელიც რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება:
”ბატონი უგულავას წინასწარი პატიმრობა აჩენს ეჭვებს პოლიტიკურ მოტივირებულობაზე,” – აცხადებს აგრამუნტი.
იგი, უკვე შეხვდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის ლიდერებს, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის პარტიების წარმომადგენლებს, ქართული დელეგაციის საპარლამენტო ასამბლეის, იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორს, და პრემიერ-მინისტრის მრჩევლებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებ გვერდზე:
http://assembly.coe.int/nw/xml/News/News-View-EN.asp?newsid=5439&lang=2&cat=5#