კახეთში ამაღამ ტემპერატურა –4 გრადუსამდე დაეცემა
კახეთში, ამაღამ ნალექი შენარჩუნდება. მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი ხვალაც, 21 თებერვალს.
ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში, ხვალ, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით –3 გრადუსი ყინვა.
სინოპტიკოსთა გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით, 22-28 თებერვალს, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +12 გრადუსამდე აიწევს, ხოლო ღამით +3 დაფიქსირდება.