ახალი ამბები

მედიკამენტების ნაწილზე ფასი 8-9%-ით გაიზარდა

აოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ილონა კოკიაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ საქმიანობაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის ერთ და ორ პრეპარატზე ფასის ზრდიდან გამომდინარე წარმოუდგენელია საერთო სურათის დანახვა.

,, ჩვენ არ ვუარყოფთ იმას, რომ პრეპარატებზე ფასები გაიზარდა, სხვადასხვა პრეპარატზე გაიზარდა, სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით, საშუალოდ ეს ზრდა არ არის კატასტროფული და ჩვენ შიდა მონიტორინგზე დაყრდნობით ეს არის 8-9%, ისიც ეს ეხება დოლარის ზონიდან შემოტანილ პრეპარატებს”, – განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი კომპანიები მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც აკეთებენ ფასების მონიტორინგს და ფასებს ამოწმებენ.