ახალი ამბები

თელავის მერიაში კონკურსის შედეგები ამ დრომდე უცნობია

,,შედეგების შეჯამების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საკონკურსო კომისია კიდევ გამართავს სხდომას, სადაც საბოლოო შედეგებს შევაჯამებთ და მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა. შერჩეული კანდიდატები კი დასამტკიცებლად მერიასა და საკრებულოს წარედგინება. მინდა ავღნიშნო, რომ ტესტირებაზე გადასული 147 პირიდან კონკურსის ბოლო ეტაპზე, გასაუბრებაზე 120 გამოცხადდა. კონკურსის ბოლო ეტაპი მშვიდ და კომფორტულ გარემოში ჩავატარეთ,”- განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ. 
შეგახსენებთ, თელავის მერიასა და საკრებულოს აპარატში კონკურსი 15 დეკემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, გარდა მერის, ვიცე მერის, მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზეwww.hr.gov.ge ერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე, შეეძლოთ.