ახალი ამბები

სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი 2.10 ლარად იყიდება

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 19 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0839 ლარად იქნება შესაძლებელი. 
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.0730 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0109 ლარი შეადგინა.
ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარი 2.10 ლარად იყიდება.