ახალი ამბები

გუბერნია ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსს გამოაცხადებს

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამსახურის უფროსმა, სოფია მიქელაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა 20 იანვარს დატოვა და სამუშაოდ თბილისში გადავიდა და მუშაობა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ში დაიწყო.
,,თბილისში ვაპირებდი დაბრუნებას. როგორც კი გამოჩნდა შესაძლებლობა და შესაბამისი სამსახური, დავწერე განცხადება წასვლაზე”,- განუცხადა Knews.ge-ს სოფია მიქელაძემ.
კახეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების შემდეგ, აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდება.