სოფელ ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში სანოტარო მომსახურება დაიწყო
სანოტარო სერვისებით მოქალაქეები კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, ისარგებლებენ და მათ ქალაქ ახმეტაში აღარ მოუწევთ წასვლა. როგორც საზოგადოებრივ ცენტრში აცხადებენ, აქ ყველა პირობაა შექმნილი, იმისთვის, რომ სოფლის მცხოვრებლებმა ნებისმიერი სანოტარო, მათ შორის ონლაინ სერვისებითაც ისარგებლონ. მაგალითად, მათ უცხოეთში მყოფ ნათესავებსა და ახლობელებს შეეძლებათ, ონლაინში დაუკავშირდნენ საზოგადოებრივ ცენტრში მყოფ ნოტარიუსს და სკაიპის მეშვეობით დაამოწმონ მინდობილობა ან თანხმობა.