საია თელავში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე გამოკითხვას ატარებს
საიას წარმომადგენელის, ირმა პავლიაშვილის თქმით, ღონისძიების თემას წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში:
,,ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი გზით არჩეული საჯარო მოხელეების სისხლის სამართლებრივი იმუნიტეტის კვლევა პროექტის ფარგლებში დავიწყეთ. საინტერესოა გრძნობენ თუ არა ისინი თავს დაცულად და რამდენად დამოუკიდებლები არიან. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფოკუს ჯგუფებში გამოკითხვა, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი”.
პავლიაშვილისვე განმარტებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაც:
,,მოხდება არამხოლოდ შიდა კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლა რის საფუძველზეც შემუშავდება საკანონმდებლო წინადადება და წარედგინება საქართველოს პარლამენტს,’’– განუცხადა Knews.ge-ს ირმა პავლიაშვილმა.
შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.