გურჯაანში 17 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
ამ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებულია ქალაქ გურჯაანში ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე. პროექტის ხარჯთაღრიცხვა 427 600 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი და მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა. ტენდერი ცხადდება სოფელ ბაკურციხეში შიდა საუბნო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებისთვის, რომლის ღირებულებაც 90 000 ლარია, ასევე სოფელ ახაშენში შიდა საუბნო გზის მოასფალტების და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაობზე, აღნიშნული პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება კი 335 483 ლარს შეადგენს.
დაგეგმილია ქალაქ გურჯაანის მე-3 საბავშვო ბაღის რებილიტაციაც. რაც შეეხება სოფლებს – მუკუზანს, ზემო კაჭრეთსა და ჭანდარს დაგეგმილია სასმელი წყლის შიდა საუბნო ქსელების, სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა; ხოლო სოფლებში – გურჯაანი, ვაზისუბანი, ზეგაანი, კარდენახსა და ჯიმითში ახალი ჭაბურღილები მოეწყობა; ასევე, სოფელ გურჯანში, კოლაგსა და ახაშენში იგეგმება შიდა საუბნო გზების მოასფალტება.