თელავში სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენელის ოფისი დროებით არ ფუნქციონირებს
სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანი თამაზაშვილის თქმით, უკვე შერჩეულია ახალი კანდიდატურა. თამაზაშვილი ირწმუნება, რომ ოფისი სავარაუდოდ თვის ბოლოდან გაიხსნება და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
,,სახალხო დამცველის კახეთის რეგიონის წარმომადგენელს თემურ ორკოდაშვილის ხელშეკრულებას ვადა იანვარში გაუვიდა. რაც შეეხება ოფისს, დროებით არის შეჩერებული მუშაობა. ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრები კი ცენტრალურ ოფისში შემოდის და ის დროებით ახორციელებს იმ საქმიანობას, რომელიც კახეთის ოფისის მოვალეობაში შედის,’’- განუცხადა Knews.ge-ს ანი თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, თელავში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ოფისი 2014 წლის მაისში გაიხსნა. ოფისი თელავში სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გახსნა.