ქართულმა ღვინომ ტოკიოში ორი ოქროს მედალი მოიპოვა
კომპანიის დამფუძნებლის ქეთი გერსამიას განცხადებით, ამ აღიარებამ კომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა.
,,კონკურსზე წარმოდგენილი იყო 2500 ღვინო სხვადასხვა ქვეყნიდან. „ლუკასი“ ქართულ ბაზარზე ბაზარზე ორი წელია მუშაობს. იგი „ჩხავერის“ გარდა აწარმოებს ღვინის 7 სახეობას. კომპანია წელიწადში 10 ათას ბოთლ ღვინოს უშვებს,“ – განაცხადა გერსამიამ.
საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ არის მასშტაბურიი ღონისძიება,რომლის ჟიურიც ქალი სომელიების, მწერლებისა და ჟურნალისტებისგანაა დაკომპლექტებული. ყველა მათგანი იაპონიაში ღვინის სფეროში საქმიანობს.