ახალი ამბები

,,თელავის ღვინის მარნის“ პროდუქცია კუბასა და პანამის რესპუბლიკებში გადის

,,კომპანიის განახლების პერიოდში „თელავის ღვინის მარანი“-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო არა მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არამედ ქართულ ბაზარზე მოწინავე ადგილის დამკვიდრება. კომპანია უკვე 17 წელია ახორციელებს ჩვენი ღვინის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით. ბაზრის შესწავლიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპანია უპირობო ლიდერია გაყიდვების მაჩვენებლით. მარნის ღვინო წარმოდგენილია მსოფლიოს 22 ქვეყანაში, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ევროპის ათამდე ქვეყანაში, აზიაში, სამხ. და ჩრდილოეთ ამერიკაში, მათ შორის კუბის და პანამის რესპუბლიკაში და მონოპოლიური სისტემის მქონე კანადაში. გაყიდვების მონაცემებით ყველაზე მოთხოვნადია წითელი მშრალი და წითელი ნახევრადტკბილი ღვინო.” 
ზურაბ რამაზაშვილის თქმით „თელავის ღვინის მარანი“ რუსულ ბაზარზე კი წარმოდგენილია ბრენდი “მარანი“-ს და ბრენდი „თალისმანი“-ს სახელწოდებით.