ველისციხეში კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების რეგიონული შესარჩევი ტური მიმდინარეობს
ამ წუთებში, ველისციხის თეატრში, კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების მე-8 რესპუბლიკური და მე-4 საერთაშორისო კონკურს – ფესტივალის ,,მომავლის ვარსკვლავი” – ის რეგიონული შესარჩევი ტური მიმდინარეობს.
ფესტივალი საქართველოს ხელოვანთა კავშირის „ხელოვნება მომავლისათვის“ ორგანიზებით იმართება, რომლის მიზანია კლასიკური მუსიკის, ხალხური შემოქმედების, სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა. ფესტივალში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
რეგიონულ ფესტივალში გამარჯვებული ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ რესპუბლიკურ შესარჩევ ტურში, რომელიც 25-31 მარტს თბილისში გაიმართება. ფესტივალი გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც მაისში, ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საცონცერტო დარბაზში ჩატარდება. ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავის“ გამორჩეული ლაურეატები სექტემბერში, თურქეთის ქალაქ მარმარისში საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრებიან.