თელავის გამგეობამ სოფლების წარმომადგენლებისთვის ხელფასების გასაზრდელად ბიუჯეტიდან 44 880 ათასი ლარი გამოყო
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის, ლევან ბერძენაშვილის თქმით, ხელფასის გაზრდისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44 880 ლარი გამოიყო:
,,გამგებლის წარმომადგენლებს სოფლებში საკუთარი თანხებით უწევდათ გადაადგილება, რისთვისაც კუთვნილი ხელფასიდან ხარჯავდნენ თანხას. მათ მიმართეს თხოვნით, რომ გაეთვალისწინებინა საკრებულოს და გამგეობას ეს პრობლემა, რაც დაკმაყოფილდა. გაზრდილ ხელფასში შედის მათი გადაადგილების ხარჯები. ხალხს ოჯახი აქვს სარჩენი და რატომ უნდა დაეხარჯათ ხელფასიდან ეს თანხა. მინდა ავღნიშნო, რომ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე დაბალი ხელფასი თელავის გამგებლის წარმომადგენლებს ჰქონდათ,” – განუცხადა Knews.ge-ს ლევან ბერძენაშვილმა.