ველისციხის თეატრში კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის რეგიონული ტური გაიმართება
ფესტივალი საქართველოს ხელოვანთა კავშირის „ხელოვნება მომავლისათვის“ ორგანიზებით იმართება, რომლის მიზანია კლასიკური მუსიკის, ხალხური შემოქმედების, სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა.
ფესტივალში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რეგიონულ ფესტივალში გამარჯვებული ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ რესპუბლიკურ შესარჩევ ტურში, რომელიც 25-31 მარტს ქალაქ თბილისში გაიმართება.
მათივე თქმით, ფესტივალი გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც მაისში, ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საცონცერტო დარბაზში ჩატარდება.
ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავის“ გამორჩეული ლაურეატები სექტემბერში, თურქეთის ქალაქ მარმარისში საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრებიან.