საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ ღია კარის დღე ხვალ გაიმართება
საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, ხვალ, 15:00 საათზე, ჩატარდება ღია კარის დღე. შეხვედრას, დაესწრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სხვა ხელმღვანელი პირები.
შეხვედრა გაიმართება კოლეჯ „აისის“ სპორტულ დარბაზში, სადაც მოხდება პროფესიული განათლების შესახებ მიმდინარე სიახლეებისა და რეფორმების მოკლე მიმოხილვა. დაინტერესებულ პირებს მიეწოდებთ ინფორმაცია კოლეჯ „აისში“ განსახორციელებელი პროფესიულ-საგანმანალებლო პროგრამების, დაფინანსების მოპოვების და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ.
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ კოლეჯ „აისის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გაეცნონ მათთვის საინტერესო სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებს.
პარალელურად გაიმართება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები. მოეწყობა კოლეჯ „აისის“ ხელოვნების დარგის პროფესიის სტუდენტების მიერ წარმოებული პროდუქციის _ თექის და დეკორატიული ქსოვილების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიების დასასრულს პოეტები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ შემოქმედებას და კოლეჯის ეზოში დარგავენ მწვანე ნარგავებს.