გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი პოლიციას თავად ჩაბარდა
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, გუშინ დილით, მისი თანდასწრებით დიმა ხაჩიაშვილმა თავად დაურეკა მეორე განყოფილების უფროსს. მისივე თქმით, ზარიდან რამდენიმე წუთში სამართალდამცველებმა ხაჩიაშვილი წაიყვანეს. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
შსს-ში არ ადასტურებენ, რომ სასამართლოდან გაპარული პატიმარი პოლიციას თავად ჩაბარდა:
,,ტყუილია პატიმრის მეუღლის განცხადება, რომ გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი პოლიციას არ დაუჭერია და თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს“.
შეგახსენებთ, რომ პოლიციას გურჯაანის სასამართლოდან 3 თებერვალს პატიმარი გაეპარა. ხაჩიაშვილი სასამართლოდან მას შემდეგ გაიპარა, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. ხაჩიაშვილი სოფელ ველისციხიდან არის. მას ბრალი ადამიანის ცივი იარაღით დაჭრაში ედება.