სოფელ კაჭრეთში ექიმები მოსახლეობას თვალის უფასო კონსულტაციებს უწევენ
ჯავრიშვილის თვალის კლინიკა „ოფთალმიჯის“ ექიმები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, სოფელ კაჭრეთში მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს უწევენ. საქველმოქმედო აქცია ყოფილი გამგეობის შენობაში დილიდან მიმდინარეობს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაიტაროს თვალის უფასო გამოკვლევა.