ახალი ამბები

თელავის თვითმმართველ თემს 10 169 ხვნის ბარათი გადაეცა

2015 წლის მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში მონაწილე ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თვითმმართველ თემი თელავის მუნიციპალიტეტს 10 169 ხვნის ბარათი გადასცა.  ბარათები გათვალისწინებულია იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთა საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ჯამური ფართობი 1,25 ჰა-ს არ აღემატება. ფერმერებს ბარათის აღება გამგებლის წარმომადგენლებთან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირადობის მოწმობის წარდგენისთანავე შეუძლიათ.