თესაუს აკადემიურმა საბჭომ რექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
თესაუში აცხადებენ, რომ კანდიდატების რეგისტრაცია საარჩევნო კომისიაში 5-დან 12 მარტის ჩათვლით ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 17 საათამდე იწარმოებს.
რექტორის თანამდებობის არჩევნებში რეგისტრაციისათვის კანდიდატმა
უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: განცხადება; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ავტობიოგრაფია; დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი; კანდიდატის სამოქმედო გეგმა და 2 ფოტოსურათი.