ყვარელში წითელი ნუსხის სახეობის წაბლის ჯიშის ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
როგორც აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურესების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამრღვევებმა წითელი ნუსხის სახეობის წაბლის ჯიშის ხე-მცენარე უკანონოდ მოიპოვეს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა.
აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება ყვარლის შსს სამმართველოს.