რქაწითელი 20 საუკეთესო ღვინოს შორის მოხვდა
ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა მკითხველს 20 საუკეთესო ღვინო ურჩია, რომელთა ფასიც 20 დოლარზე ნაკლებია. „ხოხბის ცრემლები კახეთი რქაწითელი 2011, 19 დოლარი: უჩვეულო ღვინო, რომელიც რქაწითელის ვაზისგანაა დამზადებული და რომელიც საქართველოდანაა. ეს ქვეყანა მეღვინეობის ისტორიის აკვანია. ის ქვევრშია მომწიფებული და დაძველებული. შედეგი კი ასეთია: ღრმა ქარვისფერი ღვინო, მტკიცე, ვაშლის, მცენარეებისა და ნიგვზის არომატით“, – წერს The New York Times.